ინსპექტირების ვიზიტის დაჯავშნა

ვიზიტის დაჯავშნისა და თანხის დაბრუნების წესები და პირობები

1. წინამდებარე ვიზიტის დაჯავშნისა და თანხის დაბრუნების წესები და პირობები (შემდგომში დოკუმენტის ტექსტში - „წესი“) ადგენს შპს „ტუტ“-ის (ს/ნ: 405152873) (შემდგომში დოკუმენტის ტექსტში – „PTI“) საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდის - www.pti.ge (შემდგომში დოკუმენტის ტექსტში - „ვებ-გვერდი“) მეშვეობით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის ვიზიტის დაჯავშნისა და მომსახურების საფასურის გადახდის პირობებს.

2. ვებ-გვერდზე ვიზიტის დაჯავშნითა და შესაბამისი გადახდის განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო, ეთანხმება და იღებს წინამდებარე წესებს.

1. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაჯავშნის მიზნით, მომხმარებელი ვებ-გვერდზე უთითებს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერსა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.

2. დადასტურების მიზნით, მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება ერთჯერადი SMS კოდი.

3. SMS კოდის სწორად შეყვანის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად გადამისამართდება საგადახდო სისტემაში.

4. ვიზიტის დაჯავშნის (კონკრეტული თარიღის და დროის (საათის) რეზერვაციის) მომსახურების საფასური შეადგენს 1 (ერთ) ლარს.

5. გადახდის წარმატებით დასრულებისთანავე, მომხმარებლის მიერ არჩეული თარიღი და დრო იჯავშნება და ვიზიტის დაჯავშნის მომსახურება ითვლება სრულად და ჯეროვნად გაწეულად PTI-ს მიერ.

1. ვიზიტის დაჯავშნისათვის მომხმარებლის მიერ გადახდილი 1 (ერთი) ლარი წარმოადგენს თარიღის და დროის რეზერვაციის (დაჯავშნის) მომსახურების საფასურს და მომხმარებლისთვის უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან ვიზიტის დაჯავშნის მომსახურება სრულად იქნება გაწეული გადახდის განხორციელებისა და ჯავშნის დადასტურების მომენტიდან;

3. ვიზიტის დაჯავშნისათვის მომხმარებლის მიერ გადახდილი 1 (ერთი) ლარი არ დაუბრუნდება მომხმარებელს იმ შემთხვევებშიც, თუ: ა) მომხმარებელი ინსპექტირების ცენტრში დაგვიანებით (დაჯავშნილ თარიღში ან დროს გამოცხადდება დაგვიანებით) გამოცხადდება; ბ) მომხმარებელი არ გამოცხადდება ინსპექტირების ცენტრში (დაჯავშნილ თარიღში ან დროს ფიზიკურად არ გამოცხადდება ინსპექტირების ცენტრში); გ) მომხმარებლის მიერ დაჯავშნილი ვიზიტის ცალმხრივად გაუქმების ან საკუთარი სურვილით / მიზეზით უარის თქმის შემთხვევაში; დ) მომხმარებლის მიერ მონაცემების (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ან საკონტაქტო ტელეფონის ნომრის) შეყვანისას დაშვებული შეცდომის გამო ვიზიტის ჩაშლისას.

1. თითოეული მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, რომ ვებ-გვერდით სარგებლობის დაწყებამდე, პერიოდულად გაეცნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტებს (მათ შორის, წინამდებარე წესს) მასში შეტანილი ცვლილებების (არსებობის შემთხვევაში) გაცნობის მიზნით. წინამდებარე წესში ცვლილებების შეტანის შემდეგ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებებს.

2. წინამდებარე წესი ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის დაწყებისა და ვიზიტის დაჯავშნის მიზნით თანხის გადახდის მომენტიდან, რომლითაც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ გაეცნო აღნიშნულ პირობებს და დაიცავს მას.

სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
PTI.GE